უკრაინაში ისრაელის ელჩი – რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს

რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ The Times of Israel-ს უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განუცხადა.
„ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა მაიკ ბროდსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე, საჰაერო საფრთხის გამო აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა კიევში საელჩოები დროებით დახურეს. აშშ-ის საელჩომ უკრაინაში თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად