– დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად ვნახეთ მხდალი ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე – მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არცერთი ნაბიჯი უკან

დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა და პროტესტი ყოველდღიური იქნება.
„დღეს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ნათლად ვნახეთ მხდალი, მშიშარა ხელისუფლების და რუსი ოლიგარქის რეალური სახე, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია თქვენი, გამარჯვებული ქართველი ხალხის, რომელთაც მოჰპარეს ხმა, არჩევანი, მაგრამ ვერასდროს მოგპარავენ მომავალს. დიახ, დღეს, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ადგილი და ვაგრძელებთ აქედან ბრძოლას, პროტესტს, რომელიც ყოველდღიური იქნება იქამდე, ვიდრე საბოლოო გამარჯვებამდე არ მივალთ. მეგობრებო, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ, არც ერთი ნაბიჯი უკან, ყველა ნაბიჯი წინ – ევროპისკენ, წინ – გამარჯვებისკენ და წინ – ხელახალი სკენ.
დღესაც დავრჩეთ, კიდევ ერთხელ ვანახოთ, რამხელა ძალა გაქვთ. დღეს დაინახეთ, თქვენმა ძალამ როგორ დაახევინა მათ უკან, ძალიან მალე, „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს უკან დავახევინებთ. ეს დღე, ძალიან მალე დადგება. და ბოლოს, წარმატება საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ბიჭებს, რომელთაც დღეს თამაში აქვთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია