მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე – სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და “ევროპებში” სიარული – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც

სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და ევროპებში სიარული – მოითხოვეთ ხელახალი , იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ს განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვა წარუდგინა.
“მოკლედ და კონკრეტულად!!
სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ ძალიან მოგწონთ ხელფასი, ევროპებში სიარული და ,,კაი ცხოვრება” – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც” ,- წერს მაია ბითაძე “ფეისბუქზე“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – „გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქალაქის მერის ცოლი ხარ, რამდენი საქველმოქმედო რამის გაკეთება შეგიძლია, რამდენი სიკეთის, რამდენი ღარიბი ხალხის გადარჩენის და შენგან პოზირებისა და მილანებსა და პარიზებში შოპინგების მეტი, არაფერი გვსმენია და ბოლოს ასე უწმაწური სიტყვებით დაგიწყია ლაპარაკი”

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ