საქართველოში ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება – იოზვიაკი

ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოში ევროკომისიის ტექნიკური მისია გააგზავნოს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ საკითხი განიხილეს. ქვეყანაში ევროკომისიისა და მისი საგარეო სამსახურის ტექნიკური მისია ჩავა. შეიძლება, გაფართოვდეს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის მანდატი. ოდირი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციაზე მოახსენებს“, – წერს იგი.
იოზვიაკს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რისთვის ჩამოვა ეს ტექნიკური მისია საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია სამშობლოს მოღალატეების დაჯგუფებით – მოღალატეები: ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ცდილობენ, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედონ