საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.