პრემიერ-მინისტრმა გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმის ფაქტს “მძიმე ინციდენტი” უწოდა

რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე – ორმაგი სტანდარტი არის ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული, მეორე მხრივ კი ეს ადამიანები აჟიტირებულები არიან ძალადობრივი აქტის გამო,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი იმ ფაქტს, რომ ში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
პრემიერის თქმით, გუშინდელ მძიმე ინციდენტი ვიხილეთ.
„რაც შეეხება კალანდარიშვილის შემთხვევას, გუშინდელ მძიმე ინციდენტს. ვიხილე აჟიტირებული კომენტარები როგორც „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათი აქტივისტები მხრიდან ძალადობრივ აქტზე.
რასაც თესენ, იმას ხანდახან იმკიან ხოლმე. გამოძიება ყველაფერზეა დაწყებული, ორმაგი სტანდარტი არის სწორედ ის, როდესაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე „იმედის“ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ტიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებები არ არის დასრულებული მეორე მხრივ კი ეს ადამიანები არიან აჟიტირებული ძალადობრივი აქტის გამო“,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ სამართლებრივ კვალიფიკაციას. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციამ საკუთარი სახე, რაც საზოგადოებისთვის ახალი დასკვნების გამოტანის საფუძველი იქნება. მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყო ს ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება”, – განაცხადა მ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სითხე შეასხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება