თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები მივიდნენ, პოლიციაა მობილიზებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელია მობილიზებული. ისინი დგანან უნივერსიტეტის შესასვლელთან და ახალგაზრდებს არ აძლევს შიგნით შესვლის შესაძლებლობას.
„რუსებო“, „შეგვიშვით“ – ყვირიან აქციის მონაწილეები.
დღეს, 15 ნოემბერს თბილისში ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუ-ს შენობაში, მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ს დახმარებით გააყალბა და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენას.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თსუ-ს ეზოში პოლიციელები ემატებიან.
სტუდენტების აქცია იმართება ბათუმში, ს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშიც. მათი აზრითად, გაყალბდა არჩევნები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ ს გამოკითხვაც.
ფორუმი