ჟოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნას.
„ჩვენი დისკუსია საკვანძო საკითხებს შეეხო, მათ შორის, უკრაინასა და ევროკავშირს შორის შემდგომ თანამშრომლობას, სამხედრო დახმარების გაზრდას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, ევროპის სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის განბლოკვასა და უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემისთვის ყველა პროცედურის დასრულებას, როგორც ეს „დიდმა შვიდეულმა“ გადაწყვიტა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს