საპროტესტო აქცია დასრულდა – დემონსტრანტები ორშაბათ დილას ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სამსაათიანი მსვლელობის შემდეგ ევროპის მოედანზე დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით.
დემონსტრაცია კვირა საღამოს, 10 ნოემბერს თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და გაგრძელდა მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ.
საღამოს რვა საათისათვის დემონსტრანტებმა გადაკეტეს ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპირო – საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.
მოგვიანებით დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, გზის ბლოკირება შეეწყვიტათ – მათ თანახმად, დემონსტრანტების რაოდენობა აღარ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გზაზე გადასვლის საჭიროება ყოფილიყო.
პოლიციელებმა ასევე თქვეს, რომ მოგვიანებით მოხდება იდენტიფიკაცია იმ ადამიანებისა, ვინც უკანონოდ აფერხებდა საავტომობილო მოძრაობას.
პოლიციასთან კამათის შემდეგ, დემონსტრანტებმა მსვლელობა გააგრძელეს ევროპის მოედნისაკენ, იქ კი, დაახლოებით 22:00 საათისათვის, აქცია დაიშალა.
ორგანიზატორების თანახმად, აქცია გაგრძელდება ორშაბათს, 11 ნოემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან – ორბელიანების სასახლესთან.
სწორედ აქ შეხვდება ხვალ დილას პრეზიდენტი ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების წარმომადგენლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია