ირაკლი კობახიძე – არჩევნების გამოძიებაზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში არ მივიდა და ამაზე ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ს გამოძიებაზე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ხელისუფლებამ გაითვალისწინა, თუმცა პრეზიდენტი პროკურატურაში არ მივიდა და ამაზე „ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“.
აღნიშნულით მ უპასუხა შარლ მიშელის განცხადებას, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულის თაობაზე შარლ მიშელთან ისაუბრა და მას ინფორმაცია მიაწოდა.
„მე ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას. ბორელის, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შევახსენე, სადაც ისინი ეროვნულ გამოძიებაზე საუბრობდნენ – ქართული კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას [მიშელს] განვუმარტე, რომ -მ მიმართა პროკურატურას. მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემაზე. შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში. შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ზურაბიშვილის მიმართ, რომ პროკურატურასთან ეთანამშრომლა, თუმცა ამაზე ზურაბიშვილმა უარი თქვა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურაა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს დასკვნებს“,- განაცხადა მ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადეა საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ