დიმიტრი პესკოვი – არ ვიცი, მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა

არ ვიცი მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა“.
„პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას, ცნობები არ მაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომშია ჩართული“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)