საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს -ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში  წერს, რომ საქართველოსთვის ძლიერი -ის მხარდაჭერა ახლა მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს

“გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. ძლიერი აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი 33 წლის განმავლობაში ახლა გვჭირდება, როგორც არასდროს, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერად, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დასაცავად.”, – წერს .

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს მოილოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“.

არჩევნებში გამარჯვება ტამპს მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმაც.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში“, – წერს X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია