ტრამპს გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 22 ხმა აშორებს – Fox News

-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებამდე ამომრჩეველთა კოლეგიის 22 ხმა აშორებს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამ მომენტისთვის ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 248 ხმა აქვს, ხოლო მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს – 216. გამარჯვებამდე საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვოს.
ტრამპმა გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. არიზონაში, ნევადაში, ვისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმებს ჯერ ისევ ითვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ