-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო – ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან გამოიგზავნა

აშშ-ის მთავრობის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯენ ისტერლის განცხადებით, რამდენიმე შტატში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ ელექტრონული წერილები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან იყო გაგზავნილი, თუმცა ამ დროისთვის გაურკვეველია, იყვნენ თუ არა გამომგზავავნები რუსები, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ისტერლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და გამომგზავნის ვინაობა უცნობია.
მანამდე, -ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ ბომბის საფრთხის შესახებ ელექტრონული წერილები ჯორჯიასა და კიდევ რამდენიმე შტატში გაიგზავნა. ჯენ ისტერლის განცხადებით, აღნიშნულ შეტყობინებებს ამომრჩევლების ხმის მიცემის შესაძლებლობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ