ნიკა მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 15:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციამ 5 ნოემბერს დაანონსებულ გეგმაში ცვლილება შეიტანა და თბილისში, სპორტის სასახლესთან 14:00 საათზე დანიშნული საპროტესტო აქციის ნაცვლად, დემონსტრაცია გაიმართება 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა – ყველგან!“ – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მოგვიანებით, სადამკვირვებლო პლატფორმამ „ჩემი ხმა“ მედიას აცნობა, რომ 15:00 საათზე დანიშნული მათი სასამართლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასამართლო პროცესის გადადების მიუხედავად, 15:00 საათზე ოპოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას მაინც გამართავს.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ახალი ს დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციაზე გაავრცელეს ფლაერები, რომელზე დატანილი ბარკოდით მოქალაქეები შეძლებენ „ტელეგრამ“-არხზე შესვლას და შეიტყობენ წინააღმდეგობის ნაბიჯების შესახებ.
26 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი ც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ