დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა მელიამ დააანონსა.
“გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით”, – თქვა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მელიას თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
საპროტესტო აქციების მოთხოვნაა საერთაშორისო გამოძიება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან