ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან

ოპოზიციური პარტიები დღეს პროტესტის გამოსახატად სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან. შეკრება 14:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე ითქვა, პროტესტი ყოველდღიურ სახეს მიიღებს.
“ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ ადამიანს ეკადრება”, – განაცხადა გუშინდელ აქციაზე კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას