რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები?

ოპოზიციურმა გაერთიანებებმა თავიანთი შემდგომი ნაბიჯები გაახმოვანეს.
სცენაზე დღეს წარმოდგენილნი იყვნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.
ლევან ცუცქირიძემ [„ძლიერი საქართველო“] დაასახელა ოპოზიციის სამი სტრატეგია:
· ყველას უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ გაყალბებები, რომლებიც შეასრულა მთავრობამ
· დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ს შედეგები
· წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა
„იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება“, – აღნიშნა მ და დაამატა, რომ „ერთი კალენდარული დღე არ ჩაივლის უპროტესტოდ და ეს უნდა გახდეს მძლავრი მოძრაობა, რომელიც დაანგრევს რეჟიმს“
· „ხვალ, 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით“ – მელია
„გეგმა ვართ ჩვენ, გავიმარჯვეთ – გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს. უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, და ვუთხრათ ხალხს – გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა. გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება“, – თქვა მ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია:
· ითხოვს ახალი ს დანიშვნას, არ აღიარებს მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას
· დაიწყებს წინააღმდეგობის მოძრაობას და შლის მის ფრონტს ჯერ თბილისში, შემდეგ მთელ საქართველოში
· ყველაფერს აკეთებს ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით