ნიკა მელია აქციაზე – ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე – იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ ვერავინ შევიდეს

ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს.
ნიკა მელიას თქმით, უკან დახევა არ იქნება.
“ჩვენ ყოველ დღე ვიქნებით ქუჩაში. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ აქ [პარლამენტში] ვერავინ შევიდეს, მაგრამ რუსთაველზე დგომა არ იქნება საკმარისი, ყველა გამზირზე უნდა ვიდგეთ. ხვალ, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით და ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან. ყოველ დღე უნდა გავმართოთ აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ ადამიანს ეკადრება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან