Reuters – ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ს საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩრდილოეთ ლიბანში, სანაპირო ქალაქ ბატრუნში ჩაატარეს.
ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამხედროების მიერ შეპყრობილი იმად ამჰაზი სამოქალაქო გემების კაპიტანია.
ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა ელენე ხოშტარიას შიმშილობის გადაწყვეტილებაზე – წამით არ გამჩენია კითხვა – რატომ, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ მისი მიზანი, ერთიანობის მიღწევაა თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით