მოსკოვი აცხადებს წინსვლაზე აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსეთის არმია აცხადებს, რომ წინსვლა აქვს აღმოსავლეთ ში. ს განცხადებით, კრემლის ძალებმა 27 ოქტომბერს განაგრძეს ინტენსიური თავდასხმები ხერსონის რეგიონულ ცენტრზე, რასაც სულ მცირე ორი სამოქალაქო პირი შეეწირა.
პარალელურად, ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მუქარით, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები კიევს უფლებას მისცემენ გრძელი რადიუსის იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, კრემლი ამას პასუხს გასცემს.
“ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ცხადია, ჩვენი სამხედრო განყოფილება ამაზე ფიქრობს და სხვადასხვა პასუხს შემოგვთავაზებს” – უთხრა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას 27 ოქტომბერს.
უკრაინის პრეზიდენტი, დასავლელ პარტნიორებს სთხოვს ნებართვას გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რათა მიზანში ამოღებულ იქნეს ობიექტები, რომლებსაც უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის იყენებენ. დასავლელი მოკავშირეები ამ დრომდე ყოყმანობენ ნებართვის გაცემაზე იარაღის გამოსაყენებლად სასაზღვრო რეგიონის მიღმა, იმ შიშის საფუძველზე, რომ ამან, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტი გააღვივოს, რუსეთის და ნატოს ძალების ჩართულობით.
ფორუმი