წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ.
იგი საპარლამენტო ს გაყალბების შესახებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთან განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალების მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ 300 ათასი ხმით გააყალბა. მდინარაძემ დაასახელა ციფრები, წინა არჩევნებთან შედარებით, თუ რამდენად მეტი ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“.
„წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 294 თასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელთაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 ათასით ნაკლებმა დაუჭირა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ