“დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მისი მტკიცებით, “ოცნების” ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ამისთის ვიყავით და ვართ მზად, დანარჩენი არის კონსულტაციების, ინტერესების საქმე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც წაადგება ჩვენი ქვეყნის კონკრეტულად, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზას,” – ამბობს პრემიერ-მინისტრი.