პრემიერმა ემიგრანტი ელექტორატის დაბალი მხარდაჭერის მიზეზი ახსნა

ცესკოს წინასწარი დათვლით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე აგებს. რამდენიმე უბანი ჯერ კიდევ დასათვლელია, თუმცა ამ საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგებით, მმართველმა პარტიამ ემიგრანტების ხმების მხოლოდ 17.7% მიიღო.
მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერციაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს როგორ ხსნის მმართველი ძალა იმ ფაქტს, რომ ემიგრანტებმა ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. პრემიერმა განმარტა, რომ ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოდან მოშორებით ცხოვრობენ, ვერ ხედავენ საქართველოს აღმშენებლობას და პროპაგანდის მსხვერპლნი არიან.
“ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაციის დეფიციტი აქვს. თქვენ იცით, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნიაღვარია და საბოლოო ჯამში თუ საკუთარი თვალით ვერ ხედავ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის ქვეშ. ეს პროპაგანდა საქართველოშიც ძალიან ძლიერია, ეს არის შემდეგ ბულინგი და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამიტომ ამ პროპაგანდაც ბევრად ნაკლები გავლენა აქვს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა იურისდიქციის ქვეშ ცხოვრობენ. შესაბამისად ძალიან მარტივად აიხსნება. წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც “ და განმარტავს: „ეს ასე ხდება ხოლმე ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით არის, ის ინფორმაციას მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან იღებს და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად სოცმედიაში. შესაბამისად, ის შედეგები, რომელიც თ აისახა აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ამ შედეგებით თავს ვერავინ დაიმშვიდებს”, – ამბობს .