“გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას.
“ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არაა მხოლოდ აღქმები, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის არჩევნები ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ და არ მომხდარა ერთ დღეში. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით ფაქტებით, მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს”, – აღნიშნა გახარიამ.