პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი, ორბელიანის სასახლეში, ოპოზიციური ძალების ლიდერებთან მართავს შეხვედრებს.