მამუკა გამყრელიძე: არსებობს ერთი, ყველა პოლიტიკოსისთვის ნათელი გამოსავალი. არც ერთი ოპოზიციური პარტია, არავითარ შემთხვევაში …

“არსებობს ერთი, ყველა პოლიტიკოსისთვის ნათელი გამოსავალი. არც ერთი ოპოზიციური პარტია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს პარლამენტში, არ ცნოს არჩევნები ლეგიტიმურად და ჩახსნას (სიის ჩახსნა აუცილებელია !) საარჩევნო სიები.
ასეთ შემთხვევაში ქოცნება ვერ დააგროვებს 100 დეპუტატს პარლამენტში (90-92 ეყოლებათ) და ეს არ იქნება საკმარისი, რომ პარლამენტი შედგეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოხდება საპარლამენტო კრიზისი და უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 6 თვის შემდეგ.
6 თვეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ოპოზიცია უკეთ მოემზადოს და უმჯობესია თუ ერთი, დიდი გაერთიანებით, ერთ ფრონტად შეუტევს ხელისუფლებას და შეცვლის მას.
ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 4 ოპოზიციური გაერთიანება გამოიჩენს სიმტკიცეს და ასკინკილით არ შექანდება პარლამენტში” – წერს სოციალურ ქსელში „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით