დათვლილია ხმების 99.64% – ცესკო

10:30 საათის მონაცემებით, 3111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის შედეგები დათვლილია – ამის შესახებ, ს თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დათვლილია ხმების 99.64%.
ცესკოს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:
· “ქართული ოცნება” – 54.08%
· “კოალიცია ცვლილებებისთვის” გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 10.92%
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10.12%
· “ძლიერი საქართველო” – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.78%
· “გახარია საქართველოსთვის” – 7.76%
საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმებს უცხოეთიდან ელოდება.
“დარჩენილი უბნებიდან ერთი გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი, და მეორე დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ დროისთვის არ არის ოქმი მიღებული. დანარჩენი 9 შემთხვევა არის უცხოეთის უბნები, საიდანაც ველოდებით შედეგების გადმოგზავნას”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.