პუტინი: ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს და ისინი რაიმე დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

“არანაირი გაცვლა არ იქნება“- თქვა პუტინმა.

ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე და ის უნდა გამომდინარეობდეს იმ რეალობიდან, რომელიც ვითარდება ბრძოლის ველზე. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობაზე წასვლას, არანაირი გაცვლა არ იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, კიევის ხელისუფლება ირაციონალურად იქცევა და ამის საფუძველზე რაიმე გეგმის შედგენა შეუძლებელია.

საუბარი იმაზე, შევთანხმდებით თუ არა რაიმეზე, რაზე შევთანხმდებით, ამის ხსენებაც კი უბრალოდ ნაადრევია“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ