უკრაინელებმა 12 ოლქში რუსეთის მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინას 63 დრონით შეუტიეს, საჰაერო თავდაცვამ მტრის 36 დრონი გაანადგურა, 16 უპილოტო საფრენი აპარატი კი დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა Shahed-ისა და დაუდგენელი ტიპის დრონები დრონები რუსეთის ფედერაციის ორიოლის, კურსკისა პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან გაუშვეს.
„მტრის 36 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა ოდესის, კიევის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ლვოვის, რივნესა და პოლტავას ოლქებში. მათი უმეტესობა ჩამოაგდეს ოდესისა და კიევის ოლქებში. გარდა ამისა, 16 რუსული დრონი გაუჩინარდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)