უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 40 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 50 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 40 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, პოლტავისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდეს.
„7 რუსული დრონი გაუჩინარდა, 1 უკრაინის საჰაერო სივრცეშია, 2 კი რუსეთისა და ბელარუსისკენ გაფრინდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ასევე, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-22-ის ტიპის 2 ფრთოსანი რაკეტა და Х-59-ის ტიპის 2 მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტებმა სამიზნე ობიექტებამდე ვერ მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)