პრემიერი – ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში – ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციასთან ტექნიკური მთავრობის შესახებ კონსულტაციებს მართავს.
კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები მათთვის საინტერესო არაა.
„სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. მას არც რეიტინგი აქვს, არც არანაირი პოზიციები და 1 თვეში იმპიჩმენტის წესით დატოვებს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე მის არავითარ ქმედებას არავითარი ინტერესი არა აქვს ჩვენი გადმოსახედიდან“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოზე – საჭიროა პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები