ნინი ბრეგვაძე ამერიკული THE VOICE-ის ნახევარფინალში გადავიდა

ქართველი მომღერალი მუსიკალური კონკურსის The Voice ნახევარფინალში გადავიდა. ამერიკულ შოუში შემსრულებელი ფსევდონიმით Nini Iris მონაწილეობს.
ნახევარფინალის საგზურისთვის 12 მონაწილე იბრძოდა. შემდეგ ეტაპზე 8 მათგანი, მათ შორის ბრეგვაძე პირდაპირ გადავიდა, ხოლო მე-9 მონაწილე მაყურებელმა გამოავლინა.
წლევანდელი The Voice-ის მწვრთნელები არიან კელი კლარკსონი, Chance The Rapper, ნიალ ჰორანი და ბლეიქ შელტონი. ბრეგვაძე One Direction-ის ყოფილი წევრის, ნიალ ჰორანის გუნდშია.