უკრაინამ რუსეთის დრონები ჩამოყარა 14 ოლქის თავზე

რუსეთმა 16 ოქტომბრის დილას 136 დრონის და ორი მართვადი რაკეტის საშუალებით მიიტანა იერიში უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, მათი უმეტესობა ნეიტრალიზებულია.
ცნობა გავრცელდა Telegram-ის საშუალებით. 51 დრონი ჩამოაგდეს სუმის, ჩერკასკის, კიროვოგრადის, ტერნოპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ჟიტომირის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ჩერნოვიცკის ოლქებში, იტყობინება უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.
მისი ცნობით, კიდევ 60 რუსული დრონი იქნა ნეიტრალიზებული რადიოელექტრონული წინააღმდეგობის ძალების საშუალებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებულია უკრაინის სამი დრონი – ორი ბელგოროდის, ხოლო ერთი ვორონეჟის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს