წითლიძე ასახელებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილებს პირადობას ართმევენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ასახელებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობას ართმევენ, რათა ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ.
წითლიძის მიერ დასახელებულ პირებში პოლიციის მაღალჩინოსნები, სენაკის მერიისა და აიიპ-ების თანამშრომლები არიან:
“დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, ქართული ოცნების სასარგებლოდ.
სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. “ძალოვანთა შტაბი” რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:
ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.
ზუგდიდში პირადობის მწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. “ტყის ძმების” მეთაური, გია ყალიჩავა, პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა, ოცნების აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – -ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს:
ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას და მათ გადავცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თქვენი მცდელობების მიუხედავად, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა 26 ოქტომბერს სამეგრელოში და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე.
მოვუწოდებ შსს-ს მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთაღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე”, – თქვა წითლიძემ.