“ხან-იუნისს ალყაში ვაქცევთ… სახმელეთო ოპერაცია “მესამე ფაზაში” გადადის” | ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი

ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელის, ჰერზი ჰალევს ინფორმაციით, ს თავდაცვა ქალაქ ხან-იუნისს ალყაში აქცევს. როგორც ჰალევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა ისრაელი სახმელეთო ოპერაციის “მესამე ფაზაზე” გადადის.
“ომის დაწყებიდან 60 დღის შემდეგ, ჩვენი ძალები სამხრეთ ღაზაში ხან-იუნისს ალყაში აქცევენ. ამავდროულად, სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიღწევების გაღრმავებაზე ვმუშაობთ. ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა არ იცოდა ზავის შემდეგ ბრძოლა როგორ გაეგრძელებინა, ცდებოდა. “ჰამასი” ამას კარგად გრძნობს”, – განაცხადა ჰალევმა.
მისივე თქმით, ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” ბევრი გამაგრებული პუნქტი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ