ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ევროპულ პოლიტიკას სკეპტიკურად აფასებს და სტატუსის მინიჭებას სიფრთხილით ეკიდება
ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შესახებ ნიდერლანდების პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტით, რომელიც “მთავარმა არხმა” მოიპოვა ირკვევა, რომ ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ევროპულ პოლიტიკას სკეპტიკურად აფასებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „სიფრთხილით“ ეკიდება.
შიდა მოხმარების დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რეფორმების გზაზე მხოლოდ შეზღუდული პროგრესი აქვს და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია უკავშირდება არა მისი მთავრობის დამსახურებებს, არამედ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებსა და გეოპოლიტიკურ კონტექსტს.
პარალელურად კი უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, ისევ აგრძელებს ბრიუსელის შანტაჟს და იმუქრება, რომ უკრაინის განაცხადს დაბლოკავს, რაც ავტომატურად საქართველოს ევროპული მომავლის გაყინვას ნიშნავს.
ასევე ნახეთ:
· ორბანის წერილი მიშელს: მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად დეკემბერში