სექტემბერში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის პლატფორმების რაოდენობამ ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია

სექტემბერში, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის აქტიური საბურღი პლატფორმების რაოდენობამ, მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო ექვს თვეში – მონაცემებს ამერიკული ნავთობის მომსახურების კომპანია Baker Hughes-ი აქვეყნებს.
გასულ თვეში საშუალოდ 1751 დანადგარი მუშაობდა აგვისტოს 1735-თან შედარებით. ამავდროულად, აგვისტოს დონე 8-ჯერ დაბალია 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელზე.
-ში საბურღი დანადგარების რაოდენობა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 1-ით გაიზარდა – 587-მდე. კანადაში ეს მაჩვენებელი 1-ით შემცირდა და 217 შეადგინა.
ლათინურ ამერიკაში საბურღი პლატფორმების რაოდენობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემცირდა 3-ით (157-მდე), ახლო აღმოსავლეთში არ შეცვლილა (337). ამავდროულად, აფრიკაში მათი რიცხვი გაიზარდა ორით (106-მდე), ევროპაში – ექვსით (121-მდე), აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – თერთმეტით (226-მდე).
Baker Hughes 1944 წლიდან აქვეყნებს მონაცემებს აქტიური საბურღი დანადგარების შესახებ. თავდაპირველად კომპანია აგროვებდა ინფორმაციას მხოლოდ აშშ-სა და კანადაში, ხოლო 1975 წლიდან – მთელ მსოფლიოში.
ნავთობისა და გაზის საბურღი დანადგარების საშუალო თვიური რაოდენობა მსოფლიოში 2023 წელს ზედიზედ მესამე წელია გაიზარდა. მაჩვენებელმა 2022 წლის 1747-დან 1814-მდე მოიმატა.
მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობაში ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 1981 წელს – 5624. მინიმალური დაფიქსირდა 2020 წელს – 1352 დანადგარი.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ