მადრიდის მეტრო ამანათების მიწოდებასაც დაიწყებს

საქონლის მიწოდებისთვის მადრიდის მეტროს მატარებლებს გამოიყენებენ, რითაც ესპანეთის დედაქალაქში გზებზე სატვირთო მანქანების რაოდენობის შემცირება სურთ.
ოქტომბრიდან სატვირთო მატარებელი მოძრაობას მეტრო სხვა ხაზზე დაიწყებს.
ექსპერიმენტი სამი თვე გაგრძელდება. ამანათების გადასაზიდად ცალკე მატარებელი ამოქმედდება, რომელიც 19:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს Circle Line 12-ზე. ჯამში, ეს მატყარებელი დღეში 700-მდე ყუთის გადატანას შეძლებს.
ამანათებს მადრიდის მეტროპოლიტენის თანამშრომლები დაიცავენ, სადგურებზე ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის მთელი პროცესი სამ წუთს გაგრძელდება.
სადგურზე ჩამოსული ამანათები გადაიგზავნება დანიშნულების ადგილამდე ტროლეიბუსებითა და ველოსიპედებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მიწოდების სერვისისგან წარმოშობილი ნახშირბადის კვალი.
ცნობისთვის, ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიების მეოთხედს ტრანსპორტი შეადგენს, მანქანებს კი ამის 70% უკავია. ინიციატივა ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას, რაც მდგომარეობს 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვან გაფრქვევას. ესაა მდგომარეობა, როცა სათბური ემისიების შეწოვანს მთლიანად ახერხებს ბუნება.
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში German Post-მა შეწყვიტა წერილების და ამანათების თვითმფრინავებით მიწოდება ქვეყნის შიგნით. წინასწარი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას ერთ წერილზე 80%-ით. ამ რეგულაციამდე გერმანიაში ექვსი თვითმფრინავი ეწეოდა საფოსტო გადაზიდვებს. ისინი დაახლოებით 1,5 მილიონი წერილის მიწოდებას ახდენდნენ ყოველ ღამე. ახლა წერილების და ამანათების ტრანსპორტირება ექსკლუზიურად საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით მოხდება. საერთაშორისო წერილებისა და ამანათების გაგზავნა გაგრძელდება საჰაერო გზით.

ასევე დაგაინტერესებთ