საფრანგეთის მაღაზიებმა ბიტკოინებში გადახდა მიიღეს

საფრანგეთის ქალაქ ტალენსას 18 მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ბორდოსთან ახლოს, მყიდველებს პროდუქციის შეძენა კრიპტოვალუტით შეუძლიათ. აქამდე ბიტკოინის მფლობელებს უწევდათ კრიპტოვალურის გადაცვლა ნაღდ ფულზე.
გადახდა ხდება QR კოდის საშუალებით, რომელიც უნდა დასკანირდეს სპეციალურ აპლიკაციაში. გამყიდველები დაუყოვნებლივ იღებენ ფულს თავიანთ ანგარიშზე ევროში მიმდინარე კურსით.
პროგრამული უზრუნველყოფის ასოციაცია Adan-ის მონაცემებით, ფრანგების 12%-ს აქვს კრიპტოვალუტა, მაგრამ უმეტესობამ არ იცის როგორ გამოიყენოს იგი სპეკულაციის გარდა.
Talance-ს სურს წაახალისოს მოქალაქეები, დახარჯონ კრიპტო ფული რეალურ საქონელზე.
სხვათა შორის, გასულ წელს ევროკავშირმა მიიღო მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი წესები კრიპტოაქტივების რეგულირებისთვის. ნებისმიერი ტრანზაქციისთვის, საჭიროა კრიპტოვალუტის გამგზავნისა და მიმღების სახელების მითითება, ოდენობის მიუხედავად.
ყველა კომპანია, რომელსაც სურს კრიპტოვალუტის გამოშვება, გაყიდვა და შენახვა, ვალდებულია, მიიღოს ევროკავშირში ოპერირების ლიცენზია. ევროკავშირი ამით იმედოვნებს, დაიცავენ ევროპელებს, რომლებიც დანაზოგს კრიპტოვალუტაში ინახავენ და ასევე ცდილობენ დაეხმარონ ქვეყნებს გადასახადებისგან თავის არიდებასთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში. კანონი ვრცელდება როგორც ტოკენიზებულ აქტივებზე, ასევე სტაბილკოინებზე, – კრიპტოვალუტებზე, რომელთა ღირებულება დაკავშირებულია სხვა აქტივის კურსთან.
წესები 2024 წლიდან შევა ძალაში.