საქართველოში საუდის არაბეთიდან €50 მილიონზე მეტი ინვესტიცია შემოვა – მემორანდუმი გაფორმებულია

საქართველო-ს ბიზნესფორუმის ფარგლებში სამ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საუდის არაბეთიდან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

ორმხრივ ბიზნესფორუმში, რომელსაც საქართველოს სავაჭრო პალატამ უმასპინძლა, საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი ბიზნესმენი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
როგორც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების მიმართულებით.