ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდა 2024 წელს მიწოდების გაურკვევლობის ფონზე დაჩქარდება – IEA

გლობალური მოთხოვნა ბუნებრივ აირზე 2024 წელს უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება, ვიდრე წინა ორ წელიწადში, რაზედაც დიდი გავლენა იქონია გლობალური ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეულმა არეულობამ – ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალ ანგარიშში.
ამავდროულად, ახალი გაზის მიწოდება ბაზარზე 2024 წელს რჩება შეზღუდული LNG წარმოების შედარებით ნელი ზრდით, ხოლო გეოპოლიტიკური დაძაბულობა განაგრძობს ფასების ცვალებადობას – ნათქვამია IEA-ს გლობალური გაზის ბაზრებისა და უსაფრთხოების ახალ მიმოხილვაში.