სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია – ჩემი ხმა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა და კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროება მოითხოვა.
კერძოდ, კოალიცია ითხოვს, რომ გასაჯაროვდეს შემდეგი ინფორმაცია:
· საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით და მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს
· გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ ან ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში – ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით
· რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე დგას ასევე დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე