გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე! ფესტივალი წელს 424 მონაწილეს გააერთიანებს

ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 424 მონაწილესა და 30 000 -ზე მეტ სტუმარს გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში გაიმართება.
სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყობა ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„მოხარულები ვართ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ მონაწილეებისა თუ სტუმრების დიდ სიყვარულს. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, ძალას გვმატებს და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმისთვის, რომ ფესტივალი ყოველ ჯერზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ ყველასთვის. ჩვენი სამუშაო გაზაფხულიდან იწყება და ვცდილობთ თითოეულ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, თითოეულ მონაწილეს მივუდგეთ ინდივიდუალურად და ვეცადოთ მათთვის საინტერესო გავხადოთ ჩვენს ფესტივალზე მონაწილეობის მიღება. ალბათ, ამიტომაც არის, რომ დღეს ქვეყანაში გურჯაანის ღვინის ფესტივალი მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩევა.
– ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.
ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი.
ფესტივალის სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი
ფესტივალის პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა
ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,
Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, commersant.ge, რადიო უცნობი

ასევე დაგაინტერესებთ