Fuckup Nights Batumi Vol.3 წარმატებით ჩატარდა

28 სექტემბერს, Rooms Batumi Hotel-ში Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების მარცხის ისტორიებს.
მარცხის ისტორიები იყო დაუვიწყარი ღონისძიება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის. ღონისძიებამ გააერთიანა ბიზნეს ლიდერები, სტარტაპები, ინვესტორები და დამწყები მეწარმეები, რათა გაეცნოთ წარმატების ხშირად შეუმჩნეველი მხარე: წარუმატებლობა.
ღონისძიების მიზანი იყო, ახალგაზრდების შთაგონება და მათთვის მოტივაციის მიცემა. ღონისძიების ფარგლებში გვყავდა 4 წარმატებული ადამიანი, რომლებმაც გაგვიზიარეს ისტორიები თავიანთი წარუმატებლობების შესახებ.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ:
● ვარლამ ებანოიძე – ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო
ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
● ანა ავეჩბა – Ripple Space-ის დამფუძნებელი
● ნიკოლოზ ქევხიშვილი – Shinwood-ის დამფუძნებელი და აქსელის ინვესტორი
● გიორგი გოგლიძე – Bene Exclusive -ის გენერალური დირექტორი
მოდერატორი: გიგა ქერქაძე – Glovo Georgia-ს თანადამფუძნებელი.
28 სექტემბერი მთლიანად დაეთმო ს სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, სხვადასხვა ფორმატებში. დღის პირველ ნაწილში ჩატარდა აქსელის საინვესტიციო ფორუმი, რომელიც დატვირთული იყო პანელური დისკუსიებით და გამოსვლებით. ხოლო დღის მეორე ნახევარში გაიმართა მარცხის ისტორიები.
ღონისძიების ორგანიზატორები: Startup Büro და BENE Exclusive. ღონისძიების პარტნიორები: LUSSO Luxury Auto Gallery, ბათუმის მერია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, საქართველოს ეროვნული ბანკი, Loialte, GEC Consulting, Axel (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი).

ასევე დაგაინტერესებთ