თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

1 ოქტომბერს ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება.
ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთაც პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგან ადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.
მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.
ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა და მათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.
პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:
1. განათლების კომპონენტი
2024-2025 წლის განმავლობაში, ჩატარდება 4 სასწავლო კურსი, რომელიც გადაამზადებს 120 მეწარმეს.
კურსი შედგება 4 მოდულისაგან: პროდუქტის შესწავლა და ბაზრის კვლევა, პოზიციონირება და კონკურენტული ანალიზი, მარკეტინგული არხები და სტრატეგიები, ფინანსებზე წვდომა.
კურსი ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში, თიბისის ტრეინინგ ცენტრში და მას გაუძღვებიან მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაძე, რომლებსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მენეჯმენტში.
აღნიშნული კურსის გარდა, პროექტის ფარგლებში მომზადდება ვიდეო ლექციები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.