უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, CDP-მა საქართველოში პირველი ინვესტიცია განახორციელა – საელჩო

უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა (CDP) საქართველოში პირველი ინვესტიცია განახორციელა. იტალიის საელჩოს ინფორმაციით, Cassa Depositi e Prestiti-სა და “ ლიზინგს” შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია თბილისში გაიმართა.
შედეგად, “თიბისი ლიზინგმა” 10 მილიონი ევრო მოიზიდა. საელჩოს ინფორმაციით, ეს ინიციატივა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა და ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებაა.