რუსეთში ექსპორტის წილი 5-დან 8%-მდეა, რისკების მინიმიზაცია ჩვენი სტრატეგიაა – Schuchmann Wines

კომპანია Schuchmann Wines Georgia 2024 წლის ცხრა თვეში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით კმაყოფილია.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტში 10%-იანი ზრდა აქვთ.
მისივე ინფორმაციით, Schuchmann Wines Georgia-ს ექსპორტში ს წილი 8%-მდეა, ხოლო ძირითადი ბაზრები ევროპის და აზიის ქვეყნები და არის.
„მივყვებით ჩვენს მიზანს, რომ მეტად მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილი. ძირითადი გეზი გვაქვს დიდ ბაზრებზე – აზია, ევროპა, აშშ და ყველაზე ნაკლები წილით ვართ რუსეთში – 5%-დან 8%-მდე არის დაშვებული რაოდენობა და ამ დიაპაზონში ვართ, რადგან რისკების მინიმიზაცია ჩვენი ჯგუფის სტრატეგიაა“, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 69%-ია – -10 საექსპორტო ქვეყანა
„წერტილის“ წამყვანის კითხვას – რამდენად შესაძლებელია, სახელმწიფოსაც ჰქონდეს მსგავსი სტრატეგია, რადგან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის წილი უკვე 69%-მდეა გაზრდილი, Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ასეთი პასუხი გასცა: „გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესებს არეგულირებს ბაზარი, ვფიქრობ, სახელმწიფოს ჩარევა ნაკლებად მიზანშეწონილი იქნება და ბერკეტიც არ არსებობს ამისთვის; ვაჭრობის მონაწილე მხარეები კერძო კომპანიები არიან, ამიტომ ეს მათი გადასაწყვეტია“.
ნუცა აბრამიშვილი დარწმუნებულია, რომ მარკეტინგული კამპანიები, რომელსაც სახელმწიფო ქართული ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად აწარმოებს, შედეგს გამოიღებს, რომლის შედეგები საექსპორტო ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია იქნება.