დღეიდან, ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდის

ბარსელონა ტურისტულ გადასახადს ზრდის. მოსაკრებელი 1-ლი ოქტომბრიდან ქალაქში გატარებული ყოველი ღამისთვის ერთ ადამიანზე 4 ევროს შეადგენს.
ჭარბ ტურიზმთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადი არაერთხელ გაზარდა. კერძოდ, ბოლოს გადასახადი ორ ეტაპად, 2023 წლის 1 აპრილიდან 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო 2024 წლის 1 აპრილიდან უკვე 3,25 ევრომდე გაიზარდა.
ამასთან, ამ საქალაქო გადასახადის გარდა, ბარსელონაში ვიზიტორებმა რეგიონული გადასახადიც უნდა გადაიხადონ. მისი ოდენობა იმ საცხოვრისის ტიპის მიხედვით იცვლება, რომელშიც დამსვენებლები ჩერდებიან.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ