კომპანია „ჰენკა კომბუჩა“ წარმადობა 20-ჯერ გაზარდა, – ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია „ჰენკას“ ქარხანა მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში მდებარეობს, რომელიც რამდენიმე თვეა სრულად გადაიარაღდა, რაშიც დაახლოებით 4 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, საწარმო ახლა უკვე სრულად ავტომატიზებულია და წარმოების პროცესიც
დაჩქარებულია.
„ჰენკა კომბუჩა ჯამში 9 გემოს მოიცავს. ესაა კლასიკური კომბუჩა, ალუბალი-ლაიმი, უშაქრო -კომბუჩა, მოცვი-ლაიმი, ჟოლო- ქინძი, ჯინჯერი-ლაიმი, მარაკუია-ჯინჯერი და საბავშვო როიბუშზე დამზადებული „კომბუჩა“ მარწყვი. ჰენკა ასევე ალკოჰოლურ „კომბუჩა“-ს ჯინის ვაწარმოებთ. ახლახან, კომპანიამ მე-9 არომატი ლაიმითა და ალუბლით დაამატა და სარეალიზაციოდ, ქსელში უკვე გაშვებულია. გარდა ამისა, აქამდე თუ პროდუქცია კლასიკური არაინდუსტრიული მეთოდით გადიოდა ფერმენტაციას, ახლა უკვე მაფერმენტირებელი ავტომატიზებული აღჭურვილობა გვაქვს, რომელშიც გაფილტრული ჟანგბადის მეშვეობით ინდუსტრიული ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს, ეს ერთის მხრივ გაცილებით სრულყოფილს ხდის ამ პროცესს და მეორეს მხრივ აჩქარებს დროში.




